უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ანჯეი დუდა ომის დაწყებიდან იყო უკრაინის გვერდით, ყოველთვის მხარდამხარ, საიმედო მოკავშირე და ნამდვილი მეგობარი.

„ეს, რა თქმა უნდა, ურთიერთობების ის დონეა, რომლის შენარჩუნება და გაძლიერებაც პოლონეთთან გვსურს. პირადად მადლობას ვუხდი ანჯეის და პოლონელ ხალხს მხარდაჭერისთვის, თავდაცვაში მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, ასევე ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის ერთობლივი გადაწყვეტილებებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეხვედრაზე პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების შემდგომი განვითარება განიხილეს, ასევე „რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა და შესაძლო გადაწყვეტილებები ევროკავშირის დონეზე ნატო-ს პარტნიორებთან კოორდინაციით“.

დენის შმიგალმა განაცხადა, რომ მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის კონტექსტში უკრაინისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის გაწევისთვის და ამაში მისი პირადი ძალისხმევისთვის.

„განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, სანქციების გამკაცრება, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და ევროპის მხრიდან უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა. ჩვენ მადლიერები ვართ პოლონეთის და მთელი პოლონელი “, – დაწერა დენის შმიგალმა.

თარგმანი: პირველი არხი