უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა კიევის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა შეასუსტოს. ამის შესახებ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ გლობალური პრიორიტეტების შეცვლა უკვე მოქმედებს დახმარების მოცულობაზე.
ზელენსკის თქმით, შესაძლოა, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება შეფერხდეს რომლებიც აუცილებელია რუსული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
"ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ პირდაპირ აღიარა, რომ მისი მოკავშირეების ყურადღება უკრაინის მიმართ მცირდება.
"უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ... ვშიშობ, რომ გაჭიანურებული ომი მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანთან კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში, შესაძლოა, ამჟამინდელი დახმარების პაკეტებიც კი შემცირდეს.








