უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა F-16-ების ახალი პარტია მიიღო. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"უკრაინაში დამატებითი F-16-ები მოფრინდა. რუსები იტყუებიან, რომ რაღაც ჩამოაგდეს, არაფერიც არ ჩამოუგდიათ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ უკრაინამ რამდენიმე F-16 მიიღო". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მიღებული ავიაგამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა ზელენსკის არ დაუსახელებია.