ნიდერლანდები უკრაინას F-16-ის ტიპის მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლების მორიგ პარტიას 2025 წელს მიაწვდიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

უმეროვმა ჰააგაში შეხვედრა გამართა ნიდერლანდელ კოლეგასთან რუბენ ბრეკელმანსთან.

უმეროვის თქმით, გრძელდება პილოტების - ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადებას. მისივე თქმით, ნიდერლანდები მთავარ როლს ასრულებს საჰაერო ძალების კოალიციაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საავიაციო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებას.

კიევისთვის მეორე პრიორიტეტი დრონების მოპოვებაა.

"ჩვენ კოორდინაციას ვახორციელებდით ადრე გამოცხადებული 400 მილიონი ევროს განაწილებაზე, ასევე ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროექტების მომზადებაზე შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების შესახებ", - თქვა უმეროვმა.

ასევე დღის წესრიგშია საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ჩამჭრელი რაკეტები. კიევი ასევე მზადაა ნიდერლანდებთან ერთობლივი თავდაცვის საწარმოები განავითაროს.

"ჩვენ შევათანხმეთ გეგმები დახმარების მიღების, ბრძოლის ველზე მისი ეფექტური გამოყენებისა და ოპერაციების მხარდაჭერის შესახებ," - განაცხადა უმეროვმა.