ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ რუბენ ბრეკელმანსის განცხადებით, ქვეყანამ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენება დაამტკიცა.
„უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი მიზნებისთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ეს ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს.
მინისტრმა დასავლეთის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, "მიჰყვნენ ნიდერლანდების მაგალითს".
ნიდერლანდები უკრაინას 24 ერთეულ F-16–ს დაჰპირდა, რამდენია უკვე გაგზავნილი უკრაინაში უცნობია.