უკრაინამ ნიდერლანდებიდან F-16-ის ტიპის გამანადგურებლები მიიღო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 "უკრაინამ ნიდერლანდების სამეფოსგან F-16 -ის ტიპის თვითმფრინავები მიიღო

გმადლობთ, ნიდერლანდები!

ნიდერლანდების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გვაახლოებს გამარჯვებასთან და უზრუნველყოფს უკრაინის ქალაქებისა და მოქალაქეების საიმედო დაცვას", - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გამანადგურებლების რაოდენობა არ სახელდება.