უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებები, შესაძლოა, ზაფხულისთვის დასრულდეს, თუ რუსეთს ამის სურვილი ექნება.
"რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ომის დასრულება, შეხედეთ: ეს მხოლოდ უკრაინაზე არ არის დამოკიდებული, ეს ამერიკაზეცაა დამოკიდებული, რომელმაც ზეწოლა უნდა მოახდინოს - ბოდიშს გიხდით, რომ უნდა გააკეთოს, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს - ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე. თუ სურვილი იქნება არა მხოლოდ უკრაინული მხრიდან, არამედ აგრესორის მხრიდანაც, მაშინ ზაფხულისთვის საომარი მოქმედებების დასრულებას შევძლებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.








