უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო Financial Times-ის ინფორმაცია, რომ ის 24 თებერვალს არჩევნებისა და ტერიტორიული რეფერენდუმის ჩატარების გეგმის გამოცხადებას გეგმავს.
"რაც შეეხება არჩევნებს, 24 თებერვალს გამოცხადების განზრახვას - პირველად მესმის... ამის შესახებ პირველად ალბათ Financial Times-დან გავიგე", - თქვა ზელენსკიმ.
ამავდროულად, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე საუბარი შესაძლებელია მაშინ, როდესაც "ყველა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტია იქნება უზრუნველყოფილი".
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების საკითხს უკრაინის ხან ერთი და თან მეორე პარტნიორი აყენებს. თავად უკრაინას ეს საკითხი არასდროს წამოუყენებია, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მზად ვართ. მე ვთქვი, რომ ეს ძალიან მარტივია. "შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე და არჩევნები იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.








