Financial Times-ს ინფორმირებული უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები უყვებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის გეგმის გამოცხადებას გეგმავს.

გამოცემის ცნობით, უკრაინა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რეფერენდუმისა და ეროვნული არჩევნების ერთდროულად ჩატარების საკითხს აქტიურად განიხილავს.

ცნობისთვის, Reuters-მა 7 თებერვალს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევისა და უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს.

ხუთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, ნებისმიერი შეთანხმების შესახებ უკრაინაში რეფერენდუმი ჩატარდება და მას ამომრჩეველი დაამტკიცებს. რეფერენდუმის პარალელურად კი ეროვნული არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.