უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთთან უკრაინის ავიაციის გაძლიერების შესახებ "ისტორიული შეთანხმება" გაფორმდება. აღნიშნულის თაობაზე მან დილის ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

"ჩვენ ასევე მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ჩვენი ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაძლიერება მოხდება. ვიზიტის გრაფიკის მიხედვით, ის ორშაბათს იქნება. ეს არის ის, რაც ნამდვილად ეხმარება უკრაინას თავის დაცვაში და ჩვენი მიზნების, ჩვენი ამოცანების მიღწევაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მისი "პროდუქტიული ვიზიტი" ესპანეთში, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, სამშაბათს შედგება.

"კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარებიან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტები დღეს საჰაერო თავდაცვაა, საჰაერო თავდაცვის რაკეტები.

და თითოეული რუსული თავდასხმის შემდეგ, ჩვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ძალების აღდგენას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ," - აღნიშნა ზელენსკიმ.