უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება დაუწესდეს სანქციები ბიზნესმენებს ტიმურ მინდიჩს და ოლექსანდრ ცუკერმანს.

პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული საბუთის მიხედვით, მინდიჩს და ცუკერმანს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, ეკრძალებათ უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა და საქმიანობა, მათ აქტივებსა და საკუთრებას 3 წლით ყადაღა დაედო. გარდა ამისა, ბიზნესმენებს ჩამოერთვათ ყველა სახელმწიფო ჯილდო.

ბიზნესმენების სახელები მსხვილ კორუფციულ საქმეში ფიგურირებს.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) გამოძიების თანახმად, ბიზნესმენებმა თაღლითური სქემის მეშვეობით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ატომური ენერგიის კომპანია, "ენერგოატომი" 200 მილიარდი გრივნით დააზარალეს. 

"15-თვიანი სამუშაო და აუდიოჩანაწერების ათასობით საათი. დოკუმენტირებული გვაქვს მაღალი დონის დამნაშავეთა ჯგუფის ქმედებები. ჯგუფის წევრებმა მსხვილი კორუფციული სქემა შეიმუშავეს, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ "ენერგოატომს" ძარცვავდნენ". - წერია НАБУ-ს განცხადებაში.