გვესაჭიროება უსაფრთხოება, რომელიც NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსად იმუშავებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ გვესაჭიროება უსაფრთხოება, რომელიც პრაქტიკაში NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსად იმუშავებს და მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნაწილია უსაფრთხოების გარანტიების. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპისგან მოვისმინეთ, რომ ამერიკა და პუტინიც ასე ხედავენ. ასე რომ, ჩვენ ვილაპარაკეთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზეც. არ უნდა იყოს უკრაინასა და მოლდოვას შორის დაყოფა - ეს, ჩემი აზრით, უბრალოდ ძალზე ცუდი ნაბიჯი იქნება. თუ მსგავსი დაყოფა მოხდება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ევროპა დაყოფილია უკრაინის საკითხზეც, რომ ევროპას არ გააჩნია საერთო და ძლიერი პოზიცია გარანტიებზე", - განაცხადა ზელენსკიმ.