უკვე ჩავედი ვაშინგტონში. ხვალ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდები. ხვალ ევროპელ ლიდერებსაც ვესაუბრებით. მადლობელი ვარ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევისთვის. ყველას თანაბრად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"მშვიდობა კი უნდა იყოს ხანგრძლივი. არა ისე, როგორც წლების წინ იყო, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა ყირიმი და ჩვენი აღმოსავლეთის ნაწილი - დონბასის ნაწილი - და პუტინმა ეს უბრალოდ ახალი შეტევისთვის პლაცდარმად გამოიყენა. ან როდესაც 1994 წელს უკრაინას სავარაუდოდ „უსაფრთხოების გარანტიები“ მიეცა, მაგრამ ეს არ გამოვიდა.
რა თქმა უნდა, მაშინ ყირიმის დათმობა არ ღირდა, ისევე როგორც 2022 წლის შემდეგ უკრაინელებმა არ დათმეს კიევი, ოდესა, ხარკოვი. უ
კრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, დამოუკიდებლობისთვის. ახლა ჩვენი ჯარისკაცები წარმატებებს აღწევენ დონეცკისა და სუმის ოლქებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინას, ეფექტურად უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას და ჩვენი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება პრეზიდენტ ტრამპის, ამერიკაში ყველას, ყველა პარტნიორის მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის.
რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალა ამერიკასთან, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად რუსეთს აიძულებს ნამდვილი მშვიდობის დამყარებას. გმადლობთ!" - წერს ზელენსკი.