უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. ზელენსკიმ ჩასვლისთანავე Telegram-ში პოსტი გამოაქვეყნა:
"უკვე ჩავედი ვაშინგტონში. დღეს მაქვს შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. შემდეგ ვისაუბრებთ ევროპელ ლიდერებთან. პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მოწვევისთვის.
ჩვენ გვსურს სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. მშვიდობა უნდა იყოს მყარი, არა ისეთი, როგორიც იყო წლების წინ, როდესაც უკრაინას ყირიმის და დონბასის ნაწილის დათმობა მოუწია, ხოლო პუტინმა ეს თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენა.
უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენს მებრძოლებს აქვთ წარმატებები დონეცკისა და სუმის ოლქში. დარწმუნებული ვარ უკრაინას დავიცავთ. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო", – წერს ზელენსკი.
18 აგვისტოს აშშ-ს დედაქალაქში ტრამპი ზელენსკის გარდა ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება.