ასეთი განცხადება უკრაინიის პრეზიდენტმა ვოლოდიმის ზელენსკიმ ფრანგულ „ლე მონდთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ლე მონდთან" ინტერვიუს დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დიპლომატიური ძალისხმევით, ამისთვის შემუშავებული აქვს „მშვიდობის ფორმულა“ და იმედოვნებს მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერას.

ზელენსკის თქმით, იგი არ ეწინააღმდეგება რუსეთის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში და მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეალური შედეგების მისაღწევად. ამასთან, უკრაინა მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა რუსეთმა დაასრულოს ომი და აღიარებული იქნეს 1991 წლის საზღვრები.

„მე ვფიქრობ, რომ ყველა ტერიტორიის საკუთარი ხელით, ყველა ტერიტორიის იარაღით დაბრუნება არ არის საჭირო. ვფიქრობ, ამას შეიძლება ბევრი დრო და ბევრი ადამიანი დასჭირდეს, რაც არ არის კარგი. შესაძლებელია საკუთარი ტერიტორიების დიპლომატიური გზით დაბრუნება" და ამ მიზნით შემუშავებულია „მშვიდობის ფორმულა" - განაცხადა პრეზიდენტმა.

ტერიტორიული დათმობების ალბათობასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი საკითხები მხოლოდ თავად უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.

მისი თქმით, ეს ოფიციალურ დონეზე არავის შეუთავაზებია.

პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის თანახმად, უკრაინას არ აქვს უფლება ვინმეს გადასცეს საკუთარი ტერიტორიები.


შეგახსენებთ, რომ იტალიურ „კორიერე დელა სერასთან" კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე მდგარ ურთულეს ამოცანაზე: გააკეთოს არჩევანი ახალი მსხვერპლით და ნგრევით ომის გაგრძელებას და პუტინთან ტერიტორიულ კომპრომისს შორის