ახლა ყველაფერი ტრამპის გამბედაობით და ევროპის ერთიანობით წყდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ Telegram არხზე წერს.

"ახლა ყველაფერი ტრამპის გამბედაობით და ევროპის ერთიანობით წყდება. თუ რუსეთი მზად არ არის მკვლელობების შესაჩერებლად, მაშინ მის ეკონომიკას უნდა დაუწესდეს სანქციები, რომლებიც ამის გაკეთებისკენ უბიძგებს", - წერს ზელენსკი.