რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩავიდა.

არაბთა გაერთიანებული საამიროებში პუტინი ქვეყნის ლიდერს, მოჰამედ ალ ნახაიანს შეხვდება, ჯერ გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობით, შემდეგ კი პირისპირ.

დღესვე პუტინი საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ალ საუდს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერია გაცემული. არც არაბთა გაერთიანებული საამიროები და არც საუდის არაბეთი სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს პუტინის მეოთხე საერთაშორისო ვიზიტია. ოქტომბერში ის ყირგიზეთსა და ჩინეთში, ნოემბერში კი ყაზახეთში იმყოფებოდა.