შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება „კიდევ ერთი პრიორიტეტია“, მისივე თქმით, ვლადიმირ პუტინს არ უნდა მიეცეს „ევროპაში მარშით გავლის უფლება“.

ჯონსონმა, ისრაელის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ საუბრის  შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერას "კიდევ ერთი პრიორიტეტი" უწოდა.

„უკრაინა კიდევ ერთი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა ევროპაში მარშით გაიაროს. ჩვენ გვესმის უკრაინის დახმარების აუცილებლობა“, - განაცხადა ჯონსონმა.

ამავე დროს, ჯონსონმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილებებზე მუშაობის მნიშვნელობას.