სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა სახელმწიფოს შესახებ დღევანდელი საუბარი კანონის, იურისდიქციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თემას მიუძღვნა.

„ეს სამების ნაწილებია, რადგან დემოკრატიაში სუვერენიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ისაა, რომ სწორედ ხალხი განსაზღვრავს მათი უფლებებისა და მოვალეობების სპექტრს. ანუ, სხვები კი არ წყვეტენ, რა უფლებები და მოვალეობები აქვს ხალხს, არამედ ხალხი თავად წყვეტს ყველაფერს“, - განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ ასევე მნიშვნელოვანია გვქონდეს წარმოდგენა, თუ რომელ ტერიტორიაზე ვრცელდება ეს უფლებები და ვალდებულებები.

„ამას ჰქვია იურისდიქცია შერწყმული ტერიტორიულ მთლიანობასთან, რაც არსებითად ხდის უფლებებსა და ვალდებულებებს პრაქტიკულს და აღსრულებადს. სუვერენიტეტი, კანონი, თუნდაც სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიის დაზუსტების გარეშე ირღვევა და ხდება ნაკლებად გამოსადეგი, გამოუსადეგარი და სიცოცხლისუნარიანობის არმქონესაც კი. ანუ უფლება-მოვალეობების გამოყენებადობა პირდაპირ კავშირშია ტერიტორიის სპეციფიკასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან“, - განაცხადა პრემიერმა.

პაშინიანმა მოისურვა უფრო ნათლად აეხსნა რაზე საუბრობდა.  

წარმოიდგინეთ, რომ ჭურჭელში არის უფლებები და მოვალეობები. კონკრეტულ ფორმაში მოთავსების შემთხვევაში ისინი სიცოცხლისუნარიანია და შესაძლებელია მათი გამოყენება ჩვენი ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, თქვა პაშინიანმა და უფლება-მოვალეობების გამოყენების დემონსტრირების მიზნით წყლით სავსე ჭურჭლიდან შეავსო ჭიქიდან წყალი მოსვა.

ამის შემდეგ პაშინიანმა მსმენელს შესთავაზა წარმოედგინა, რა მოხდებოდა, თუ უფლებები და მოვალეობები არ მოექცეოდა ერთიან ფორმაში და ჭურჭლიდან წყალი მაგიდაზე დაასხა. მაგიდიდან წყალი პაშინიანის შარვალზე გადაიღვარა.


ასეთ შემთხვევაში უფლებები და მოვალეობები არასიცოცხლისუნარიანი, ბუნდოვანი, პრობლემების შემქმნელი და დისკომფორტის გამომწვევია, - აღნიშნა პაშინიანმა და დაასკვნა:

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ ტავუშის რეგიონში, სამშვიდობო დღის წესრიგის დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესში, სწორედ ეს მიზანი აქვს. მის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდება მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობების სპექტრი, ეს ოთხეული გახდება ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და არსებობის გასაღები".