უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას, რომელსაც აქვს საკუთარი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით, არ შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა მოკავშირეების პოზიციაზე. ამის შესახებ ორბანმა ბუდაპეშტში NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთი აღიარებს, რომ მისი პოზიცია სხვებისგან განსხვავდება.
"ჩვენ ყოველთვის გვქონდა უფლება, გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები. უნგრეთს არ აქვს უნარი ან ძალა, რეალურად შეცვალოს მოსაზრებები, რომლებიც ბევრად აღემატება მის წონას და გავლენას", - თქვა ორბანმა.
სწორედ ამიტომ, „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ გვინდა NATO-ში გადაწყვეტილებების დაბლოკვა, რომლებიც განსხვავდება სიტუაციის ჩვენი ინტერპრეტაციისგან“, - განაცხადა ორბანმა.
შეგახსენებთ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა არ დაბლოკოს ალიანსის სამხედრო დახმარება უკრაინაში, მაგრამ ის თავად არ მიიღებს მონაწილეობას.