წინასწარი შედეგების თანახმად, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ და მისმა მოკავშირეებმა ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს, ხმების 44.2%-ით.

 მეორე ადგილი პიტერ მიგიარის პარტია „ტიზამ“ დაიკავა ხმათა 30%-ით, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დაგროვებულ ხმებს აღემატება.

მხარდამჭერებთან საუბრისას ორბანმა განაცხადა, რომ შედეგებმა აჩვენა, რომ უნგრეთის დემოკრატია ცოცხალია.

„საომარ სიტუაციაში და რთულ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, – განუცხადა ორბანმა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ შედეგებმა დაადასტურა მისი მთავრობის პოლიტიკის კურსი.

მისმა ოპონენტმა, პიტერ მიგიარმა კი აღნიშნა, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი და „ის რაც მოხდა, არის პოლიტიკური მეწყერი“.