უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში 2004 წლის შემდეგ პირველად, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, – იუწყება POLITICO ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მმართველმა პარტია „ფიდესმა“ და მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ მოკავშირეებმა ევროპარლამენტში ხმების 44.6%-ით 11 ადგილი მოიპოვეს. ხოლო მისმა ოპონენტმა, უნგრეთის ყოფილმა მმართველმა მემარჯვენე- ცენტრისტულმა პარტიამ „ტიზამ“ ხმების 30%–ით 7 ადგილი მოიპოვა.
როგორც POLITICO იტყობინება ეს არის პირველი შემთხვევა 2004 წლის (47.4%) შემდეგ, როდესაც ორბანის პარტიამ ხმათა 50%–ზე ნაკლები მიიღო.