ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სპეცოპერაციისას დაახლოებით 20 ვენესუელელი ოფიცერი დაიღუპა. კუბის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თავის მხრივ, აღნიშნულია, რომ მადუროს დაკავების დროს მათი 32 მოქალაქე დაიღუპა.




