ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აქვეყნებს.
ვაშინგტონში, „იუსაიდის“ შტაბ-ბინა დღეს დილიდან დაკეტილი იყო. ოფოსის თანამშრომლებს კი ელექტრონული ფოსტით დაუგზავნეს წერილები და მათ სახლში დარჩენა სთხოვეს.
შენობის კედლებიდან მისი ჰუმანიტარული საქმიანობის ლოგოები და ფოტოები მოხსნეს, ვებსაიტი და სოციალური მედიის ანგარიშები კი მიუწვდომელია.
სააგენტოს ხელმძღვანელობის მითითებით, „იუსაიდის“ შტაბ-ბინა რონალდ რეიგანის შენობაში, ვაშინგტონში, დაიხურება სააგენტოს პერსონალისთვის ორშაბათს, 3 თებერვალს 2025 წლისა. სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობენ USAID-ის სათავო ოფისში, ხვალ იმუშავებენ დისტანციურად, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებიც ასრულებენ ადგილზე და შენობის მხარდაჭერის აუცილებელ ფუნქციებს და რომლებსაც ინდივიდუალურად დაუკავშირდება უფროსი ხელმძღვანელობა“, - წერს „სიენენი“ მის მიერ მოპოვებული ელექტრონული წერილის ასლზე დაყრდნობით.
მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, რომელმაც გუშინ „იუსაიდს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა „იუსაიდის“ დახურვას და პროცესი უკვე მიმდინარეობს.
მასკის თქმით, დახურვის პროცესი უკვე მიმდინარეობს.
მან „იუსაიდი“ შეადარა არა ჭიან ვაშლს, არამედ ჭიების გორგალს, რომელიც მოსაშორებელია.
„იუსაიდი“ - ჭიების გორგალია. ვაშლი არ არსებობს. და რადგან ვაშლი არ არსებობს, უბრალოდ, უნდა მოიშორო ეს ყველაფერი. აი, ამიტომ უნდა გაქრეს. აღდგენა შეუძლებელია, - წერს მასკი X-ზე.