ვაშინგტონში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, სროლის შემდეგ ეჭვმიტანილი ფიტნეს დარბაზის შენობაში ჩაიკეტა და პოლიციის ალყაში აღმოჩნდა.
როგორც მედია წერს, იარაღის დაყრის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისას, თავდამსხმელმა გაისროლა პოლიციის ოფიცრების მიმართულებით, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მანამდე მამაკაცმა ხუთი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთი დაიღუპა, ოთხი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია.












