ვაშინგტონში, ფიტნეს დარბაზთან ახლოს სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა.
სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი დარბაზის შიგნით იმყოფება, შენობა კი ალყაშია მოქცეული.
მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.










