აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, – ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს.
„გამარჯობა. ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ქართველი ხალხისადმი, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლებით, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“, – წერს უზრა ზეია.
გამარჯობა! Landed in Tbilisi to underscore our unwavering support for Georgia’s sovereignty & territorial integrity and to the 🇬🇪 people, including their rights to free & fair elections and freedom of association & expression. 🇺🇸 has grave concerns about Georgian government… pic.twitter.com/Y4HZhajoKh
— Under Secretary Uzra Zeya (@UnderSecStateJ) July 11, 2024