უკრაინამ თითქმის სრულად შეასრულა ევროკომისიის რეკომენდაციები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"უკრაინა უზარმაზარ პროგრესს აღწევს იმ რეფორმებში, რომლებიც მას ევროკავშირში შეიყვანს. ჩვენი გაფართოების ანგარიში აჩვენებს აშკარა პროგრესს, ამ რეფორმების 90%-ზე მეტი უკვე დასრულებულია. ჩვენ გამოვყავით ოთხი რეფორმა, სადაც საბოლოო ნაბიჯებია საჭირო. ანგარიშის გამოქვეყნების მომენტიდან დღემდე უკრაინა აგრძელებს ყველა მათგანზე მუშაობას," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ევროინტეგრაციისთვის საჭირო სამი კანონი მიიღო და ასევე შემუშავდა კანონპროექტი ლობიზმის შესახებ.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ თუ მიღებული კანონები ეფექტიანად განხორციელდება, ეს ევროკომისიის ოთხი საბოლოო რეკომენდაციიდან სამის შესრულებას ნიშნავს.

"რთული სამუშაოა, მაგრამ შვიდივე რეკომენდაციის განხორციელების მიზანი მიღწევადია. ვფიქრობ, ამ მძიმე სამუშაოს სწრაფად გაწევით, უკრაინა გვაჩვენებს, თუ რამდენად სცემს პატივს ის ევროკავშირს და მის ღირებულებებზე. ამიტომ, ჩვენი ქმედებები უნდა შეესაბამებოდეს მათ გადამწყვეტ ნაბიჯებს." - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.