ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდი ევრომდე ოდენობის სესხს გადასცემს, რომელიც "დიდი შვიდეულის" მიერ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში გამოიყოფა.

"ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენაში“, - წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება.

აღნიშნული სესხი არის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომლის მიზანი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით თანხების მოძიებაა.