ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ზამთარში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გადასცემს.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირი უკრაინა ინფრასტრუქტურის შეკეთებითა და დამატებითი ექსპორტით დაეხმარება.

ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტს დამატებით 2 გიგავატით გაზრდის.