უკრაინული მონიტორინგის პროექტის, DeepState-ის ცნობით, რუსეთმა დონეცკის ოლქის სოფელი პრომინი და ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ვისოკოე დაიკავა.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის არმიამ მირნოგრადის, ზატიშიეს, მარფოპოლისა მახლობლად და პოკროვსკში წინ წაიწია.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პოკროვსკის ცენტრში რუსული ჯარების ყოფნა სულ უფრო ხშირად აღინიშნება. DeepState-ის ცნობით, ამინდის პირობები, განსაკუთრებით წვიმა და ნისლი, ხელს უწყობს ოკუპანტების შეღწევას ქალაქის ცენტრში.
უკრაინული მედიის თანახმად, სამხედრო მიმომხილველმა, დენის პოპოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში შეღწევასა და პოზიციების განმტკიცებას ცდილობს, თუმცა ვერ ახერხებს.
რაც შეეხება პოკროვსკს, პოპოვიჩმა განმარტა, რომ იქ ფრონტის ხაზი რკინიგზის ხაზის გასწვრივ გადის, რომელიც ქალაქს ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს. მისი მტკიცებით, ქალაქის უფრო მცირე ჩრდილოეთ ნაწილს მეტ-ნაკლებად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ხოლო რკინიგზის სამხრეთით რუსები დომინირებენ.
თარგმანი: პირველი არხი




