უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თათრეთში ნავთობის სატუმბ სადგურზე მიიტანა იერიში.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს.
როგორც უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის შემადგენლობაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტიევსკის მახლობლად, ნავთობის სატუმბ სადგურ „კალეიკინოს“ შეუტიეს.
ეს ინფორმაცია წყარომ „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურსაც დაუდასტურა.
სადგური მდებარეობს რუსეთისა და უკრაინის საზღვრიდან ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე. ის იღებს დასავლეთ ციმბირში მოპოვებულ ნავთობს და მას „დრუჟბას“ ნავთობსადენს აწვდის. სადგური ეკუთვნის რუსულ კომპანია „ტრანსნეფტს“.
წყაროს ცნობით, დარტყმის შედეგად ექვსი აფეთქება მოხდა და ნავთობით სავსე რამდენიმე რეზერვუარი დაიწვა. ღამით ადგილობრივი ტელეგრამ-არხები სადგურის რაიონში აფეთქებების წერდნენ.
ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უპილოტო აპარატის ნამსხვრევები ჩამოვარდა სამრეწველო ზონაში და გაჩნდა „ხანძარი“. ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
თარგმანი: პირველი არხი











