დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ, განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მისი მიზანია გახდეს პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკრაინაში ბრიტანელ ჯარებს გაგზავნის.

მისი თქმით, 2026 წელი უნდა იყოს "წელი, როდესაც ეს საშინელი ომი დასრულდება".

The Telegraph-ისთვის გამოქვეყნებულ სვეტში ჰილიმ ომის დასრულების საკუთარი ხედვა გამოთქვა და ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მუდმივ მხარდაჭერას.

"მე მინდა ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევთანხმდით უკრაინაში მშვიდობაზე. უსაფრთხო ევროპას კი ძლიერი, სუვერენული უკრაინა სჭირდება", - წერს ის.