უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რადგან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დასრულების განზრახვა არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ ВВС-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსული მხარე ნებისმიერ შემთხვევაში იტყუება, რადგან კრემლს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.

"მე ამას როგორც უბრალოდ მიწას არ ვუყურებ. მე ამას მიტოვებად აღვიქვამ – ჩვენი პოზიციების შესუსტებად, იქ მცხოვრები ასობით ათასი ადამიანის მიტოვებად. ასე ვხედავ მე ამას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს „გასვლა“ ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს. ასე ვხედავ მე ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკან დახევა ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს. მას არ სურს ომის დასრულება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკელებმა "რუსები უნდა შეაჩერონ და არა შეეცადონ მათ ასიამოვნონ".