უკრაინის მთავრობაში საკადრო გადაადგილებები გრძელდება, ამჯერად თანამდებობიდან 5 რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გაათავისუფლეს. 

ამის შესახებ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტში, ტარას მელნიჩუკმა განაცხადა.

თანამდებობები დატოვეს: 

ვალენტინ რეზნიჩენკო - დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 

ალექსანდრ სტარუხი - ზაპორიჟიის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

დმიტრო ალექსიევიჩი - სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

იაროსლავ იანუშევიჩი - ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ოლექსი კულება - კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 

გარდა ამისა თანამდებობები დატოვეს უკრაინის გენერალური პროკურორის, თავდაცვის მინისტრის და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა. მანამდე ცნობილი გახდა კირილ ტიმოშენკოს გათავისუფლების შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, კირილ ტიმოშენკოს ადგილის ოლექსი კულება დაიკავეს, რომელიც ამ დრომდე კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.