სოციალურმა ქსელმა Twitter-მა კვლავ დაიწყო რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ანგარიშების ჩვენება რეკომენდაციების განყოფილებაში და ძიების შედეგებში. ამის შესახებ The Telegraph წერს.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ Twitter-მა რუსეთის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს გვერდების ჩვენება დაიწყო. ТАСС წერს, რომ მათ შორის, გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიში.

Twitter-ის ყოფილი ტოპ მენეჯერი The Telegraph-თან საუბარში ვარაუდობს, რომ ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად გახდა შესაძლებელი.

"ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ცვლილება შემთხვევით ან კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილების გარეშე მოხდა", - განუცხადა მან გამოცემას.

Twitter-ს ანგარიშების რეკომენდაციებში დაბრუნების მიზეზზე ოფიციალურად კომენტარი არ გაუკეთებია.