თურქეთში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, 49,37%-ით მმართველი პარტია "სახალხო ალიანსი" ლიდერობს. 35,12%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, ხოლო 10,53%-ით მესამე ადგილს მემარცხენე ძალების ალიანსი იკავებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49,42% აქვს. მან 26 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. ამასთან, ერდოღანი მარცხდება სამ უდიდეს ქალაქში – ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში.

მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ – 44,95%-ით. მან 23 მილიონზე მეტი ხმა მიიღო. მესამე ადგილზეა სინან ოღანი – 5,20%-ით. მას მხარი დაუჭირა ორ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა.

ხმების დათვლა გრძელდება.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება.