თურქეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი.

პორტალ cnnturk-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 9 745 871 ხმა აქვს, მის ძირითად კონკურენტს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუ კი  7 543 473 ხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 64 მილიონ 100 ათასზე მეტი ამომრჩევლის ~ოთმოცდაათმა პროცენტმა.