თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია რეგიონში არასტაბილურობას კიდევ უფრო აღრმავებს.
„ისრაელის მთავრობა ლიბანში ახორციელებს გენოციდისა და კოლექტიური დასჯის პოლიტიკას, რამაც შესაძლოა რეგიონში ახალი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სოლიდარობა ლიბანის მიმართ იმ თავდასხმების წინაშე, რომლებიც არღვევენ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.









