ზელენსკიმ ეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, შემდეგ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, სამმხრივ ფორმატში უმასპინძლოს მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს. ჩვენ ვაფასებთ ამ ინიციატივას და ვიმედოვნებთ, რომ ის შედეგებს გამოიღებს. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, თურქეთის მზადყოფნისთვის, ითამაშოს როლი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დახმარების სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის“, – წერს ის.