ბელგრადში მიმდინარე წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე ტურში ხორვატიის ნაკრებს შეხვდა. დღემდე ერთმანეთს შორის გამართულ ექვსივე შეხვედრაში გამარჯვება ხორვატების მხარეს იყო, თუმცა, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მათ მიერ ძნელად მოპოვებული გამარჯვება ქართველ გულშემატკივარს გარკვეულ იმედს აღუძრავდა.

მოლოდინი არ გამართლდა. საქართველო ხორვატიასთან 7:18 (2:3, 0:4, 2:5, 3:6) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მეკარე ირაკლი რაზმაძემ 9 ძნელი ბურთი მოიგერია და თავად მეტოქის კარში თამაშიდან გატანილი გოლის ავტორიც გახდა. 

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში საბერძნეთმა სლოვენია 23:8 (7:2, 5:1, 7:2, 4:3) დაამარცხა.

15 იანვარს საქართველო სლოვენიას შეხვდება. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე სამი საუკეთესო გადის.