აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებული გარიგების გადახედვა სურს, მას დიდი პრობლემები ექნება.
"ჩვენ უკვე შევათანხმეთ გარიგება იშვიათი წიაღისეულის შესახებ, ახლა ის გვეუბნება: "იცით, უნდა გადავხედო შეთანხმებას". მას ნატოში გაწევრიანება სურს. ის ვერასდროს გახდება ნატოს წევრი. მას ეს ესმის, ამიტომ, თუ მას გარიგების გადახედვა სურს, მას დიდი პრობლემები ექნება", - განაცხადა ტრამპმა.