აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით ემუქრება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე თუ უარს იტყვის, იქნება დაბომბვა და მეორადი ტარიფები.

აშშ-ის სურვილია, რომ შეთანხმებამ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა წაართვას.

„ისინი თუ არ დადებენ გარიგებას, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ისა და ირანის ოფიციალური პირები საუბრობენ.

თარგმანი: პირველი არხი