ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

"საზარელი მკვლელობა ვაშინგტონში, რომელიც აშკარად ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული, ახლავე უნდა დასრულდეს. სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის აშშ-ში. სამწუხაროა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება", – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. მამაკაცზე და ქალზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ. ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მამაკაცი "თავისუფლება პალესტინას" სკანდირებდა.