ვისაუბრეთ უკრაინასთან ომზე, ამით კმაყოფილი არ ვარ, მასთან არანაირი პროგრესი მქონია, - ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას მიაღწია თუ არა მან რაიმე პროგრესს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარში.
"გვქონდა სატელეფონო საუბარი. საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირანიც. ასევე ვისაუბრეთ, როგორც იცით, უკრაინასთან ომზე. ამით კმაყოფილი არ ვარ.
არა, დღეს მასთან საერთოდ არანაირი პროგრესი მქონია", - განაცხადა ტრამპმა.
Trump on his call with Putin: "We also talked about the war with Ukraine, and I'm not happy about that ... I didn't make any progress with him today at all." pic.twitter.com/aWD723tcBI
— Aaron Rupar (@atrupar) July 3, 2025