რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, რომ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ რუსეთმა აშშ-ს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ასევე, პუტინმა ტრამპმს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულიც მიულოცა.

"რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა პუტინმა ტრამპს აშშ-ის ეროვნული დღესასწაული მიულოცა - დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ხვალ აღინიშნება. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ რუსეთს ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მათ შორის რევოლუციური ომის და შემდგომში სამოქალაქო ომის დროს.

ასევე აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს არა მხოლოდ პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში არსებული ალიანსი აკავშირებს, არამედ კიდევ უფრო ღრმა ისტორიული ფესვები", - განაცხადა უშაკოვმა