აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსს უუქმებს.
"ეს არის ის, რასაც ისინი იმსახურებენ", – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სამართლებრივი გამოწვევები შეექმნება.
ჰარვარდის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტისთვის გადასახადებისგან გათავისუფლების სტატუსის გაუქმება უკანონო იქნება და საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო მისიის განხორციელების შესაძლებლობას.