ჰარვარდის უნივერსიტეტმა შესაძლოა უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლებლობა დაკარგოს, თუ ის არ დააკმაყოფილებს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნას, გაუზიაროს მათ ზოგიერთი სასწავლო ვიზის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ეროვნული უსაფრთხოების მდივანზე კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს წერილი გაუგზავნა და უნივერსიტეტის უცხოური სტუდენტური ვიზის მფლობელების "უკანონო და ძალადობრივი ქმედებების" შესახებ ანგარიში მოითხოვა.

"თუ ჰარვარდი ვერ დაადასტურებს, რომ მოთხოვნების შესრულება შეუძლია, მაშინ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების მიღების პრივილეგიას დაკარგავს", - განაცხადა ნოემმა.

ჰარვარდის წარმომადგენლის განცხადებით, უნივერსიტეტი კვირის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებას კვლავ ინარჩუნებს და "არ დათმობს თავის დამოუკიდებლობას ან კონსტიტუციურ უფლებებს".