დონალდ ტრამპმა აშშ-ში მყოფ სომალელ მიგრანტებს "ნაგავი" უწოდა და განაცხადა, რომ ისინი სახლში უნდა დააბრუნონ.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ სომალელი არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ იმიგრაციის აღსრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინესოტაში გამართულ კაბინეტის სხდომაზე ტრამპმა სომალელები და კონგრესის წარმომადგენელი ილჰან ომარი გააკრიტიკა, რომელიც წარმოშობით სომალიდანაა და აშშ-ის მოქალაქეა. ტრამპის თქმით, „სომალელები საშინელებას აკეთებენ“.

"ისინი არაფერში გვეხმარებიან. მე არ მინდა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში იყვნენ, გულწრფელად გეტყვით. ჩვენ არასწორ გზას დავადგებით, თუ ჩვენს ქვეყანაში ნაგვის შეტანას გავაგრძელებთ. როდესაც ისინი ჯოჯოხეთიდან მოდიან, წუწუნებენ და მხოლოდ საშინელებას აკეთებენ, ჩვენ არ გვინდა ისინი ჩვენს ქვეყანაში. დაბრუნდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ და გამოასწორონ სიტუაცია", – განაცხადა ტრამპმა.