ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Timesofisrael ავრცელებს.

ჩრდილოეთ და ცენტრალურ ისრაელში დაშავებულია 11 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. რაკეტები და ნამსხვრევები ქვეყნის ფარგლებში ათ ადგილას ჩამოვარდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

ამჟამად, ისრაელის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში შეწყდა.